როგორ გავწმინდოთ მარმარილო – ვარდოს რჩევები

მარმარილო ბუნებრივი ქვაა, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობითა და მდგრადობით. თუმცა, მისი სწორი მოვლა მნიშვნელოვანია, რათა შეინარჩუნოს ბზინვარება და არ დაზიანდეს.

🌸 მარმარილოს ზედაპირი ყოველდღიურად გაწმინდეთ რბილი, ნესტიანი ტილოთი ან მიკროფიბერით.

🌸 მოერიდეთ მტვრისა და ნარჩენების დაგროვებას, რადგან შეიძლება ზედაპირზე ნაკაწრები დატოვოს

🌸 გამოიყენეთ სპეციალური მარმარილოს სარეცხი სითხეები ან ნეიტრალური pH-ის მქონე სარეცხი ხსნარები.

✅ ღრმა გაწმენდის ტექნიკა

🌸 თბილი წყალი და საპონი:

🌸 დაამატეთ მცირე რაოდენობით ნაზი სარეცხი საპონი თბილ წყალს.

🌸 რბილი ტილოთი ნაზად გაწმინდეთ ზედაპირი.

გაწმენდის შემდეგ ზედაპირი კარგად მოაშრეთ მშრალი ტილოთი, რათა თავიდან აიცილოთ წყლის ლაქები

✅ მძიმე ლაქების მოსაშორებლად:

🌸ლაქას მოაყარეთ სოდა და დაიტოვეთ რამდენიმე წუთი.

🌸 სოდა ნაზად გაწმინდეთ სველი ტილოთი.

✅ ლაქების მოცილება მარმარილოზე

ზეთოვანი ლაქები:

🌸 გამოიყენეთ სოდა და წყლის სქელი ნარევი (პასტა). წაუსვით ლაქას, დატოვეთ 24 საათით, შემდეგ ნაზად გაწმინდეთ.

✅ მჟავე სითხეებით გამოწვეული ლაქები (ლიმონი, ღვინო):

🌸 მჟავე სითხეები მარმარილოს აბზინვარებს აზიანებენ. სითხის მოხვედრისთანავე გაწმინდეთ რბილი ტილოთი და გაშრეთ.

✅  რას უნდა მოვერიდოთ მარმარილოს ზედაპირის გაწმენდისას

🆘 არ გამოიყენოთ:

❌ ძლიერი მჟავები (მაგ., ძმარი, ლიმონის წვენი).

❌ აბრაზიული სარეცხი საშუალებები და უხეში ჯაგრისები.

❌ ჭურჭლის ან მინის წმენდის ხსნარები, რადგან მათ შეიძლება მარმარილოს ზედაპირი გაუფერულონ.

❌ არ დატოვოთ წყალი:

❌ წყლის ლაქები მარმარილოზე სწრაფად ჩნდება. გაწმენდის შემდეგ ზედაპირი ყოველთვის გააშრეთ.

✅ პერიოდულად გამოიყენეთ სპეციალური მარმარილოს დამცავი დალუქვის საშუალება, რათა ზედაპირზე ლაქები და სითხე არ ჩაჯდეს. ეს გააძლიერებს მარმარილოს ბზინვარებას და დაიცავს დაზიანებისგან.დალუქვა რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ან ორჯერ.

✅ დამატებითი რჩევები

🌸 მარმარილოს ზედაპირზე მოერიდეთ მძიმეწონიან ნივთებს, რომლებიც ნაკაწრებს იწვევს.

მარმარილოს სწორი მოვლით, მისი ბუნებრივი სილამაზე მრავალი წელი შენარჩუნდება და ზედაპირი მუდამ ბზინვარე და დახვეწილი იქნება.

კომენტარის დატოვება

ასევე გაეცანით

როგორ გავწმინდოთ აბაზანა-ვარდოს რჩევები

🌸🛁 როგორ გავწმინდოთ აბაზანა იდეალურად 👉რჩევები სიყვარულით ვარდოსგან 🫶სუფთა და მოწესრიგებული აბაზანა არა მხოლოდ ესთეტიკის საკითხია — ის პირდაპირ კავშირშია

სრულად »

რემონტის შემდგომი ფანჯრების წმენდა-ვარდოს რჩევები

🪟რემონტის შემდეგ ვიტრაჟები ხშირად დაფარულია ცემენტის ნარჩენებით, საღებავით, სილიკონითა და მტვრით. მათი სწორად გაწმენდა მნიშვნელოვანია, რადგან არასწორმა მეთოდმა შეიძლება შუშა

სრულად »

როგორ გავწმინდოთ ემდეეფის (MDF) ზედაპირი დაზიანების გარეშე

ემდეეფი (MDF) — საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვანი ფენაა, რომელიც ხშირად გამოიყენება ავეჯში, სამზარეულოს კარადებში, დეკორატიულ პანელებსა და შიდა ინტერიერში. მიუხედავად იმისა,

სრულად »

დამლაგებელი – გმირი

🌸 დამლაგებლები – უხილავი გმირები, რომლებიც სამყაროს სისუფთავეს უნარჩუნებენ მათ ყოველდღე ვხვდებით – ოფისებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა და სახლებში. ისინი

სრულად »

საგაზაფხულო გენერალური დასუფთავება – თქვენი სახლის განახლების დროს

გაზაფხული ახალი დასაწყისების დროა, და არაფერია ისე სიმბოლური, როგორც გენერალური დასუფთავება. ეს არ არის მხოლოდ ზედაპირული წმენდა – ეს არის

სრულად »

ასევე გაეცანით: