ალპინისტური წმენდის სერვისი

კატეგორია
ალპინისტური წმენდის სერვისი, ვარდო დალაგების სერვისი გამოძახებით

ფასის გამოთვლა და დაჯავშნა

ობიექტი *
აირჩიეთ შენობის ტიპი
დალაგების ტიპი *
აირჩიეთ დალაგების ტიპი
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ დასალაგებელი პერიმეტრის ზომა
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ დასალაგებელი პერიმეტრის ზომა
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ დასალაგებელი პერიმეტრის ზომა
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ დასალაგებელი პერიმეტრის ზომა
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ დასალაგებელი პერიმეტრის ზომა
ხანგრძლივობა
 სთ
მიუთითეთ დალაგების ხანგრძლივობა საათებში
მომსახურების ხანგრძლივობა
 სთ
მიუთითეთ მომსახურების სასურველი ხანგრძლივობა საათებში
წონა
 კგ.
მიუთითეთ სარეცხის წონა კილოგრამებში
ნივთი *
ტიპი *
რაოდენობა *
მიუთითეთ რაოდენობა
სიხშირე *
აირჩიეთ დალაგების ინტენსივობა
მსურს დალაგებისას გამოიყენოთ: *
0.00
0.00
0.00
0.00
0.00
0.00
0.00
0.00
0.00
0.00
0.00
კატეგორია *
მომსახურების ტიპი
ტიპი *
რაოდენობა *
მიუთითეთ ერთეულების რაოდენობა
0.00
წმენდის ტიპი *
აირჩიეთ წმენდის ტიპი
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ გასაწმენდი ფართობის ზომა (მ²)
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ გასაწმენდი ფართობის ზომა (მ²)
რომელი სართულია? *
რამდენსართულიანია შენობა? *
ფანჯრების/ვიტრაჟების განლაგება *
დამატებითი სერვისები
0.00
0.00
სულ: 
0.00
  ₾
დაანგარიშება წარმოადგენს საორიენტაციო ფასს
შეჯამება
0.00

სერვისის შესახებ

ვარდოს სიმაღლეზე მინისა და ფასადის წმენდის სერვისი განკუთვნილია მრავალსართულიანი შენობების, კომერციული ობიექტების, ვიტრაჟებისა და სხვა რთულად მისადგომი მინისა და ფასადის ზედაპირებისთვის. ჩვენი პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მინის, ვიტრაჟებისა და ფასადის ზედაპირების პროფესიონალურ წმენდას, მათ შორის ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი.

  • მინისა და ვიტრაჟების წმენდა
  • შენობის მინის ფასადის წმენდა
  • ალუკობონდისა და სხვა ფასადის ზედაპირების წმენდა
  • ატმოსფერული დაბინძურების მოცილება
  • მტვრის, ჭუჭყისა და გარემოს ზემოქმედებით წარმოქმნილი ნადების გაწმენდა
  • სამშენებლო მასალების ნარჩენების მოცილება
  • სტიკერებისა და დამცავი ფირების მოცილება
  • წებოს ნარჩენების მოცილება
  • კირქვისა და მინერალური ნადების მოცილება
  • სპეციალური ქიმიური საშუალებებით ღრმა წმენდა
  • საჭიროების შემთხვევაში მინის პოლირება
რა შედის?

სტანდარტული წმენდა

  • მინის ზედაპირების გაწმენდა ატმოსფერული მტვრისა და დაბინძურებისგან
  • ვიტრაჟების გაწმენდა
  • მინის ფასადის ზედაპირული წმენდა
  • ალუკობონდისა და შესაბამისი ფასადის ზედაპირების წმენდა, მათი მდგომარეობისა და მასალის გათვალისწინებით
  • სამუშაოსთვის საჭირო სტანდარტული საწმენდი საშუალებების გამოყენება

რემონტის შემდგომი წმენდა

რემონტის შემდგომი წმენდისას შესაძლებელია შემდეგი ტიპის დაბინძურების მოცილება:

  • ცემენტის ნარჩენები
  • საღებავის კვალი
  • სილიკონი
  • წებო
  • დამცავი ფირი
  • სამშენებლო მტვერი და სხვა სამშენებლო ნარჩენები

პოსტრემონტული დაბინძურების ტიპისა და ინტენსივობის მიხედვით შესაძლებელია დამატებითი სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის გამოყენება.

სტანდარტული წმენდის მომსახურებაში ავტომატურად არ შედის ისეთი სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს დამატებით დროს, სპეციალურ ქიმიურ საშუალებებს ან განსაკუთრებულ ტექნიკას.

სტანდარტული წმენდის მომსახურებაში ავტომატურად არ შედის ისეთი სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს დამატებით დროს, სპეციალურ ქიმიურ საშუალებებს ან განსაკუთრებულ ტექნიკას.

დამატებით ფასდება:

  • სტიკერის ან დამცავი ფირის მოცილება
  • წებოს ნარჩენების მოცილება
  • სპეციალური ქიმიური ხსნარით ღრმა წმენდა
  • კირქვისა და მინერალური ნადების მოცილება
  • მინის პოლირება

ღრმად ჩამჯდარი, ხანგრძლივი ან რთული სამშენებლო დაბინძურების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ზედაპირის არსებული დაზიანება

სამუშაოს დაწყებამდე ფასდება მინის, ალუკობონდისა და სხვა ფასადის ზედაპირების მდგომარეობა.

ზოგიერთ შემთხვევაში ზედაპირი შესაძლოა უკვე იყოს შეუქცევადად დაზიანებული — მაგალითად, ღრმად დაკაწრული, ქიმიურად დაზიანებული, დამწვარი ან ამოჭმული, კოროზირებული ან სამშენებლო მასალების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეცვლილი.

ასეთ შემთხვევაში სტანდარტულმა ან ღრმა წმენდამ, სპეციალურმა ქიმიურმა საშუალებებმა ან პოლირებამ შესაძლოა ვერ შეძლოს ზედაპირის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება.

უკვე არსებული შეუქცევადი დაზიანება არ ითვლება წმენდის შედეგად წარმოქმნილ დეფექტად. მსგავსი მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვეთს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებული იქნება ზედაპირის აღდგენის სხვა მეთოდი ან დაზიანებული ელემენტის შეცვლა.

ფასის განსაზღვრა

მითითებული ფასები საორიენტაციოა. საბოლოო ღირებულება განისაზღვრება:

  • სამუშაოს საერთო ფართობის მიხედვით
  • დაბინძურების ტიპისა და ინტენსივობის მიხედვით
  • ზედაპირის მდგომარეობის მიხედვით
  • სამუშაოს სირთულის მიხედვით
  • შენობაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით
  • თოკით დაშვების ან სხვა სპეციალური ტექნიკის საჭიროების მიხედვით

ობიექტის ტექნიკური სირთულის შეფასება შესაძლებელია ადგილზე დათვალიერებით, ხოლო რიგ შემთხვევებში — წინასწარ მოწოდებული ფოტოებისა და ვიდეოების საფუძველზეც.

სხვა სერვისები