🪟რემონტის შემდეგ ვიტრაჟები ხშირად დაფარულია ცემენტის ნარჩენებით, საღებავით, სილიკონითა და მტვრით. მათი სწორად გაწმენდა მნიშვნელოვანია, რადგან არასწორმა მეთოდმა შეიძლება შუშა დააზიანოს ან დატოვოს ლაქებივარდო გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას
🧰 საჭირო ინვენტარი
- რბილი მიკროფიბერის ტილოები
- ორთქლის აპარატი ჩარჩოდან სტიკერების მოსაცილებლად
- რეზინის შუშის საწმენდი (სკრაბერი / სქუიჯი)
- სპეციალური შუშის საწმენდი ხსნარი
- პლასტმასის ან პროფესიონალური შუშის სკრაპერი
- ვედრო თბილი წყლით
- ხელთათმანები
🧱 1. მშრალი ნარჩენების მოცილება
დასუფთავება დაიწყეთ მშრალი ნარჩენების მოცილებით:
- ფრთხილად მოაშორე ცემენტის ნარჩენები და მტვერი
- გამოიყენე რბილი ჯაგრისი ან მშრალი ტილო
❗️ მნიშვნელოვანია: არ დაიწყო სველი წმენდა პირდაპირ — შეიძლება მტვერმა შუშა დაკაწროს.
💧 2. შუშის წინასწარი დაბანა
- მოამზადე თბილი წყალი და დაამატე ცოტა შუშის საწმენდი
- ნაზად ჩამობანეთ ზედაპირი, რომ დაარბილოთ მყარი ლაქები
🪟 3. რთული ლაქების მოცილება
რემონტის შემდეგ ყველაზე რთულია:
- ცემენტი
- საღებავი
- სილიკონი
გამოსავალი:
- გამოიყენე სპეციალური სკრაპერი 45° კუთხით
- იმუშავეთ ძალიან ფრთხილად, რომ შუშა არ დაკაწრო
- საჭიროების შემთხვევაში გამოიყენე სპეციალური ქიმიური საშუალებები (ცემენტის მოსაშორებელი)
🧴 4. ძირითადი წმენდა
- წაუსვი შუშის საწმენდი ხსნარი
- გაწმინდე მიკროფიბერით ან სქუიჯით ზემოდან ქვემოთ
- ყოველი გასმის შემდეგ გაწმინდე სქუიჯის პირი
✨ 5. საბოლოო დამუშავება
- შეამოწმე შუშა სინათლეზე
- დარჩენილი ლაქები მოაშორე მშრალი მიკროფიბერით
- საჭიროების შემთხვევაში გაიმეორე პროცესი
⚠️ რას უნდა მოერიდო
- უხეში ღრუბლების ან მეტალის ჯაგრისის გამოყენებას
- მშრალ ზედაპირზე სკრაპერის გამოყენებას
- ძლიერი ქიმიის დაუზუსტებლად გამოყენებას
- მზის პირდაპირ სხივებში წმენდას (ტოვებს ლაქებს)
💡 პროფესიონალური რჩევები
- დიდი ვიტრაჟებისთვის გამოიყენე ტელესკოპური სქუიჯი
- ყოველთვის იმუშავე ჩრდილში
- საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენე დისტილირებული წყალი (არ ტოვებს კალკის ლაქებს)
☀️🪟გახსოვდეთ, თქვენს სახლში მზის სხივები და სინათლე სწორედ ვიტრაჟებიდან შემოდის, ამიტომ მათი იდეალური სისუფთავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და იგრძენით სისუფთავე 👉სიყვარულით ვარდოსგან 🫶










