თავხედურად იოცნებეთ — მუშაობს!

4 წთ საკითხავი

დიახ, მე ვარდომ მასწავლა, რომ ყველაფერი გამოვა, რასაც გულით ინატრებ და რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა არ დაგეზარება. 🙏✨🌸 ვარდოს შექმნის იდეა საოცრად უბრალო, თითქმის შემთხვევითი ამბით დაიწყო — შუა ვერის უბანში, ერთ პატარა ბინაში, სადაც რემონტის შემდეგ ფაქტობრივად გაკოტრებული ვიყავი და პროფესიონალი დამლაგებლების აყვანის ფინანსური შესაძლებლობა აღარ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი ხელებით შპაკლთან, ცემენტთან და საღებავებთან ბრძოლა. 😁🛠️👊💪იმ დროისთვის საწმენდი საშუალებებიდან მხოლოდ ფეირი და დომესტოსი ვიცოდი 🫣უშედეგოდ ვხეხავდი ფუგით დასვრილ მეტლახს დომესტოსით… 🥴😬 და სწორედ მაშინ, ამ უშედეგო ბრძოლის ველში, პირველად წარმოვიდგინე, რომ მე ოდესმე საკუთარ დასუფთავების კომპანიას შევქმნიდი. 💭სახელიც იქვე, ზედმეტი ფიქრის გარეშე დაიბადა — ვარდო! ❤️🌷მაშინვე წარმოვიდგინე ლამაზი, პოზიტიური, ენერგიული გოგოებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მისამართზე, სხვადასხვა ოჯახსა თუ კომპანიაში სისუფთავეს ქმნიდნენ. 👩‍🦰🧹✨იქვე დავინახე ჩვენი ფერებიც — პოზიტიური ვარდისფერისა და სუფთა თეთრის კომბინაცია. 💗🤍 წარმოვიდგინე ჩვენი წინსაფრები და ის ლამაზი გოგოები, რომლებიც ვარდოს სახელით იმუშავებდნენ და ვარდოელები იქნებოდნენ 🫣მინდოდა დამემსხვრია სტერეოტიპი, თითქოს დამლაგებლობა და სისუფთავის შექმნა ნაკლებად დასაფასებელი საქმიანობაა. მინდოდა, ყველა დიასახლისს ეამაყა თავისი პროფესიით, თავისი საქმით და იმით, რომ სისუფთავეს ემსახურება. მინდოდა, მათთვის ვარდოელობა უბრალოდ სამსახური კი არა, სიამაყის მიზეზი ყოფილიყო. 🫶💗და აი, ამ ყველაფერზე ფიქრში გართულმა, სრულიად თავხედურად კიდევ უფრო შორს გავაგრძელე ოცნება… 🚀წარმოვიდგინე, როგორ გაიზრდებოდა ვარდო, როგორ გახდებოდა დიდი კომპანია და ერთ დღეს საჯაროდ მოყვებოდა ამ პატარა, საყვარელი დასაწყისის ისტორიას. როგორ გაუზიარებდა საკუთარ გამოცდილებას დამწყებ ბიზნესმენებს, სტარტაპერებს და ადამიანებს, რომლებსაც ჯერ მხოლოდ იდეა და დიდი ოცნება აქვთ. როგორ მისცემდა მათ მოტივაციას და დააჯერებდა, რომ შეუძლებელი არაფერია. 🙏🌟მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობდა… 💭 ვისაც ეს ოცნებები გავუზიარე ყველას ეღიმებოდა და ფიქრობდნენ რომ “ვბოდიალობდი რაღაცას ერთი ქერა გოგო “🫣🤭 არავის სჯეროდა რომ ეს რეალური იყო, ერთადერთი ადამიანი ვინც მითხრა “ მიდი” ✊- ეს იყო უსაყვარლესი გოგიჩა )) როგორ გემრიელადაც იცის თავის შეხვედრებზე და ლექციებზე,  ზუსტად ისე მომცა მოტივაცია და მითხრა – “სჯობს ცადო ვიდრე არ სცადო და სულინანო”, “ აუცილებლად მიდი “ და ზურგის ქარი მისურვა ❤️მართლაც…  იდეა შედგა ✊ თავხედურმა ოცნებამ მუშაობა ძალიან სწრაფად დაიწყო, ვარდო იზრდებოდა და მის გაზრდაში მთელი სამყარო უცნაურად მეხმარებოდა… ჩემი მეგობრები ვისაც რა ცოდნა და შესაძლებლობა ქონდა, ყველა გვერდით მედგა და მასწავლიდნენ … ისე სწრაფად იზრდებოდა… ისეთი ამბები ხდებოდა… მახსოვს როცა პირველი მტვერსასრუტის და ორთქლის აპარატის განვადება ხელის კანკალით გავაკეთე, ბიძაშვილისგან ნათხოვარ 7 კვ დანგრეულ სარდაფში რუდუნებით დავდე და ვარდოს საწყობი დავარქვი 🫣 გოგიჩამ მითხრა – ეიფლმაც დაახლოებით ასე დაიწყო ოღონდ იმან ფარეხიდანო 🫣🤭 ისევ მომაძახა “მიდი” ✊ისეთი მოტივაცია იყო )))  მოკლედ სტივ სჯობსსაც გავაოცებდით ისეთი ტემპით ვიზრდებოდით… სულ რაღაც 1 წელში საკუთარი ვებ საიტი და მოგვიანებით კი  საკუთარი აპლიკაცია აჩუქა ვარდოს უძვირფასესმა მეგობარმა, პაატა გურგენიშვილმა 🎁❤️და მისი დამსახურებით ვარდო დღეს საქართველოში ერთადერთი დასუფთავების კომპანიაა (და არა პლატფორმა ) რომელსაც თავისი დალაგების აპლიკაცია აქვს 🙏… აუცილებლად მინდა ლინკიც დავურთო რომ ნახოთ როგორი სრულყოფილია ის 🙏👉📲 http://www.vardocleaner.ge/app ეს აპლიკაცია დღეს ნამდვილად ვარდოს სავიზიტო ბარათია 🌸  პაატ, ვარდო ამ საფუხურზე შენ აიყვანე და მადლობა ამ გრანდიოზული მეგობრობისთვის ❤️ ვარდოს ცნობადობა ისე სწრაფად გაიზარდა და ჩვენი მომხმარებლები ისეთი მსხვილი კომპანიები გახდნენ, რომლის დალაგებასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მანდობდნენ 🫣 … მოკლედ, ამდენი მართლა არ მიოცნებია ))) და ერთ დღეს კი როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვარდოს შესახებ საჯაროდ საუბარი სურდათ, მართლა მეგონა, რომ მეგობრები მეხუმრებოდნენ. 🫣📞ზუსტად იმ მომენტში გამახსენდა ის გოგო, რომელიც წლების წინ, ფუგით დასვრილ მეტლახთან მარცხს განიცდიდა და თან საკუთარ დასუფთავების კომპანიაზე ოცნებობდა… 🥹მთელი სიმძაფრით ვიგრძენი, რომ ჩემი ერთი შეხედვით თავხედური ოცნება ახდა… და ცრემლები წამომივიდა. ❤️🙏ინტერვიუს დროს დასმული კითხვების დიდი ნაწილიც კი აღარ მახსოვს. არც მჭირდებოდა წინასწარ მომზადებული პასუხები — ისეთი თვალებგაბრწყინებული ვსაუბრობდი იმაზე, რაზეც საუბარი ყველაზე მეტად მიყვარს. ვარდოზე, მის შექმნაზე და იმ გზაზე, რომელიც გავიარეთ. 🥰🎤დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი:

  • ოცნება სასაცილო არ არის, თუნდაც თავიდან ძალიან არარეალურად ჟღერდეს.
  • ამბიცია თავხედობა არ არის, თუ მას შრომა და პასუხისმგებლობა ახლავს.

თავხედურად იოცნებეთ! ისე, რომ საკუთარი ოცნებისაც კი ოდნავ გეშინოდეთ და სხვებს ეღიმებოდეთ, მერე კი იმუშავეთ, იმუშავეთ და კიდევ იმუშავეთ! ✊🔥ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს თქვენც მოგიწიოთ საჯაროდ მოყოლა, როგორ დაიწყო ყველაფერი მაშინ, როცა ჯერ არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო

❤️ვარდო, შენ ჩემი ყველაზე ლამაზი თავხედური ოცნება ხარ! 🫶🌷💗

კომენტარის დატოვება

ასევე გაეცანით