🤶🎄ახალი წლის წინ სახლის საფუძვლიანი დალაგება მხოლოდ სისუფთავის სიყვარული კი არ იყო — ის ღრმა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა და თითქმის ყველა კულტურაში განსაკუთრებულ რიტუალად ითვლებოდა.
🎄”ძველი ენერგიის“ მოცილება-
კავკასიასა და განსაკუთრებით ქართულ სოფლებში ახალ წლამდე ყოველი კუთხე ძირფესვიანად იწმინდებოდა. ასე „აგდებდნენ სახლიდან“ ყველა ცუდს, რაც წლის განმავლობაში დაგროვდა — სევდას, დაღლას, ნეგატივს.
ასევე სჯეროდათ, რომ ჭუჭყი და უბედურება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და გენერალური დალაგება საუკეთესო საშუალება იყო ახალი წლის ბედნიერად შესახვედრად.
🎄 ფანჯრების წმენდის რიტუალი — სინათლის მოწვევა
ფანჯრებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. საგულდაგულოდ რეცხავდნენ, წმენდდნენ და ხელით აპრიალებდნენ. ითვლებოდა, რომ სუფთა მინა ახალ წელს სახლში მეტ სინათლეს, ბედნიერებას და წარმატებას შემოატანდა
🎄 ძველი ნივთების გამოტანა — გზა გაათავისუფლეთ ახლისთვის 🫶
საშობაო დალაგების ტრადიციაში ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო უსარგებლო ნივთების გადარჩევა. ძველ ტანსაცმელს, გატეხილ ჭურჭელს, ზედმეტ ხალიჩებს არ ინახავდნენ. ამბობდნენ: „თუ არ გამოტან, ახალი ვერ შევა“.
ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ ახალ წელს უნდა შეხვდეთ განახლებული და თავისუფალი
🎄 ახალი წლის წინ სახლი უნდა დაელაგებინა კარგ ხასიათზე მყოფ ქალს, რათა მისი პოზიტიური ენერგია სახლში დარჩენილიყო (ალბათ ვარდოს გულისხმობდნენ ))🤭
🤶 დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ბევრად დინამიკურია, ახალი წლის წინ გენერალური დალაგება ისევ განსაკუთრებულ მაგიას ინარჩუნებს. ეს არის არა მხოლოდ სახლის მოწესრიგება, არამედ შინაგანი განახლების რიტუალი — მომავალი წლისკენ ნათელი ნაბიჯით
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ 👉 სიყვარულით ვარდოსგან










