როგორ გამოვიძახოთ ვარდოს დალაგების სერვისი ვებსაიტიდან მარტივად?

ვარდოს დალაგების სერვისის გამოძახება სხვადასხვა საშუალებით შეგიძლიათ, მათ შორის ვებსაიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე დაკავშირებით, „ჩატში“ მიწერით და სხვა. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ ინფორმაციას ვებსაიტზე განთავსებული შეკვეთის გაფორმების სპეციალური ელექტრონული ფორმის შესახებ, რომელიც ჩამოთვლილ საშუალებებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, სწრაფი და მარტივია.

იმისთვის, რომ შეკვეთის გაფორმების საიტზე ინტეგრირებული ფორმით ისარგებლოთ, ეწვიეთ ვებსაიტს www.vardocleaner.ge და მთავარ გვერდზე მოძებნეთ სექცია „ფასის კალკულატორი“. მასში შესაძლებელია თქვენი დასალაგებელი სივრცის შესახებ დეტალური ინფორმაციის დაფიქსირება, რის შემდგომაც მომსახურების ფასს ის ავტომატურად გამოიანგარიშებს და დაგიწერთ. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენთვის მისაღებია დაანგარიშებული ღირებულება, ფასის კალკულატორიდანვე შეგიძლიათ ვარდოს გამოძახება.

კალკულატორზე გადასვლა შეგიძლიათ დალაგების პაკეტებში არსებული „ფასის გამოთვლა“ ღილაკზე დაწკაპებითაც და დამატებით, მობილურში ინტერაქციული მენიუდან, კალკულატორის გამოსახულებაზე დაჭერით.

ინსტრუქცია (ნაბიჯ-ნაბიჯ)

ნაბიჯი 1: ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს

პირველ რიგში, გადადით ჩვენს ვებსაიტზე www.vardocleaner.ge და იპოვეთ „ფასის კალკულატორი” მთავარ გვერდზე.

ნაბიჯი 2: აირჩიეთ დალაგების სახეობა

აირჩიეთ მომსახურების სახეობა „სტანდარტული“ ან „საათობრივი“.

“სტანდარტული” მომსახურების კატეგორია მოიცავს დასალაგებელი პერიმეტრის მასშტაბის მიხედვით ფასის გამოთვლას, ხოლო “საათობრივი” კი – თქვენს მიერ მითითებული დროის მიხედვით ფასის გაანგარიშებას.

სტანდარტული

ნაბიჯი 3: აირჩიეთ შენობის ტიპი

აირჩიეთ დასალაგებელი/დასასუფთავებელი შენობის ტიპი: ბინა, კერძო სახლი ან ოფისი

ნაბიჯი 4: აირჩიეთ დასუფთავების ტიპი

შემდეგ, აირჩიეთ დასუფთავების თქვენთვის სასურველი ტიპი, რომელიც გჭირდებათ: გენერალური ან რემონტის შემდგომი დალაგება

ნაბიჯი 5: შეიყვანეთ დასალაგებელი/დასასუფთავებელი სივრცის ზომა

მიუთითეთ დასასუფთავებელი სივრცის ზომა კვადრატულ მეტრებში (კვ), რათა კალკულატორმა სწორად განსაზღვროს მომსახურების ფასი

ნაბიჯი 6: გაეცანით დაანგარიშებულ ფასს

მაშინ, როდესაც ყველა ზემოთ მოცემული დეტალი მითითებული გაქვთ, კალკულატორი ავტომატურად გამოიანგარიშებს მომსახურების სავარაუდო ღირებულებას.

გაითვალისწინეთ, რომ იგი წარმოადგენს საორიენტაციო ფასს. მომსახურების ზუსტი ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის საჭიროებებისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით და მისი საბოლოო დაზუსტება შეკვეთის გაფორმების შემგომ ხდება, როდესაც ვარდოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ მითითებულ ნომერზე. იმ შემთხვევაში, თუ პირობა მომხმარებლისთვის მიუღებელია, გაგზავნილი შეკვეთა ავტომატურად უქმდება.

შეკვეთის გაფორმება

იმ შემთხვევაში, თუ კალკულატორის მიერ დაანგარიშებული ღირებულება მისაღებია და გსურთ შეკვეთის გაფორმება, დამატებით ივსება რამდენიმე ველი.

ნაბიჯი 7: აირჩიეთ დასუფთავების თარიღი და დრო

აირჩიეთ მომსახურების მიღების თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო

ნაბიჯი 8: გაეცანით მითითებული ინფორმაციის სისწორეს

გადახედეთ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეს და დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთა“

ნაბიჯი 9: შეავსეთ დამატებითი ინფორმაცია

მიუთითეთ თქვენი სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი და მისამართი. ფორმის შევსების შემდეგ კი, მოთხოვნის გასაგზავნად დააწკაპუნეთ ღილაკს „შეკვეთა“ .

შეკვეთის გაგზავნის შემდგომ, მომსახურების მიღებაზე საბოლოო დადასტურების მისაღებად, მითითებულ ნომერზე დაგიკავშირდებათ „ვარდოს“ წარმომადგენელი.

საათობრივი

იმ შემთხვევაში, თუ დალაგების საათობრივი მომსახურების მიღება გსურთ აირჩიეთ კატეგორია „საათობრივი“

ნაბიჯი 3.2 : აირჩიეთ ხანგრძლივობა

მიუთითეთ მომსახურების თქვენთვის სასურველი ხანგრძლივობა საათებში

ნაბიჯი 4.2 : გაეცანით დაანგარიშებულ ფასს

მაშინ, როდესაც ყველა ზემოთ მოცემული დეტალი მითითებული გაქვთ, კალკულატორი ავტომატურად გამოიანგარიშებს მომსახურების სავარაუდო ღირებულებას.

ასევე გაეცანით

5 მიზეზი, თუ რატომაა უმჯობესი დალაგების სერვისის გამოძახება

დროის დაზოგვა ყოველდღიური საქმეებისა და დატვირთული გრაფიკის ფონზე ხშირად არ გვეძლევა საშუალებას სახლის საფუძვლიანად დალაგებისთვის. ვარდოს თანამშრომლები თქვენი დროის დაზოგვას

სრულად »

გენერალური დალაგება – დასუფთავების სერვისი, სრულყოფილი სისუფთავე ვარდოსგან

ჩვენი პროფესიონალური გენერალური დალაგების სერვისი განკუთვნილია ბინის, კერძო სახლის, ოფისის და ნებისმიერი სხვა ტიპის პერიმეტრის სრულყოფილი დალაგება – დასუფთავებისთვის. ვარდოს

სრულად »

გენერალური დასუფთავება ვარდოსგან

გენერალური დალაგება – დასუფთავება გულისხმობს თქვენი საცხოვრებელი, სამუშაო ან სხვა ნებისმიერი სივრცის სრულ, დეტალურ წმენდას, რომელიც უზრუნველყოფს სისუფთავის, კომფორტისა და

სრულად »

როგორ ხდებოდა დალაგების სერვისის გამოძახება ადრე და როგორ ხდება ახლა?

დალაგების სერვისი დღეისთვის უკვე ბევრი ადამიანის ცხოვრების აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, თუ ადრე ყველაფრის კეთება თავად უწევდათ ადამიანებს, ახლა უკვე მრავალი

სრულად »

სისუფთავის გაკვეთილები ფილმებიდან და ტელესერიალებიდან: შთაგონება ეკრანიდან

ფილმები და ტელესერიალები ხშირად ასახავენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, გვაჩვენებენ როგორც მნიშვნელოვან მოვლენებს, ასევე საყოფაცხოვრებო საკითხებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში დალაგების პროცესსაც კი.

სრულად »

დალაგების ტექნოლოგიები მომავლიდან: რას ველოდოთ შემდეგი თაობის გაჯეტებში

ტექნოლოგიური პროგრესი არ ჩერდება და ეს გავლენას ახდენს სხვა დანარჩენთან ერთად, დალაგების სფეროზეც. თანამედროვე გაჯეტები და მოწყობილობები ყოველდღიური სისუფთავის პროცესს

სრულად »