დალაგებასთან დაკავშირებული მითები და მცდარი რწმენები

სისუფთავის შენარჩუნებისა და დალაგების პროცესთან დაკავშირებით ხშირად გვხდება მითები და არასწორი წარმოდგენები. დასუფთავებისას ბევრი ადამიანი იყენებს გარკვეულ არასწორ მიდგომებს, რომლებიც სინამდვილეში არ ეხმარება რაიმეს დასუფთავების პროცესს და ხშირად პირიქითაც, მას ხელს უშლის.

სტატიაში განხილული იქნება რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მითი:

მითი 1: “მეტი საწმენდი საშუალება = მეტი სისუფთავე”

ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ საწმენდ საშუალებას გამოიყენებს, მით უფრო სუფთა იქნება მათი გარემო. სინამდვილეში, ზედმეტი ქიმიური საშუალებების გამოყენება არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ შესაძლოა ზიანსაც აყენებდეს თქვენი და თქვენი ოჯახისწევრების ჯანმრთელობას. უმჯობესია გამოიყენოთ რეკომენდებული დოზები და ყურადღება მიაქციოთ სწორ შესრულებას.

მითი 2: “სისუფთავე ყოველდღიურ ძალისხმევას მოითხოვს”

მართალია, რომ რეგულარული დალაგება სისუფთავის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველდღიური საფუძვლიანი დალაგება საჭირო არ არის. უფრო ეფექტურია კვირის განმავლობაში დასალაგებელი სივრცეების შესახებ გეგმის შემუშავება და სხვადასხვა ზონის ეტაპობრივად დალაგება, რაც დროს და ენერგიას დაგიზოგავთ.

მითი 3: “ხის იატაკი ხშირად უნდა გაწმინდოთ წყლით”

ხის იატაკის წყლით ხშირად გაწმენდამ შესაძლოა მასალა დააზიანოს. ამის ნაცვლად, ჯობია გამოიყენოთ სპეციალური საწმენდი საშუალებები ან მსუბუქად ნესტიანი ქსოვილი (ტილო).

მითი 4: “ყველა ანტიბაქტერიული საშუალება საჭიროა სისუფთავისთვის”

ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება ყველგან საჭირო არ არის. ჩვეულებრივ სიტუაციებში, ჩვეულებრივი საწმენდი საშუალებები სრულიად საკმარისია. ანტიბაქტერიული პროდუქტების ზედმეტმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მასთან ხშირ შემხებლობაში მყოფთა ჯანმრთელობას, ამიტომ გამოიყენეთ ისინი ზომიერად, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

მითი 5: “სისუფთავის სუნი = სისუფთავეს”

სისუფთავესთან ასოცირებული სუნი ხშირად შეიძლება ნიშნავდეს, რომ საწმენდმა საშუალებებმა ზედაპირებზე დატოვეს ნარჩენები, რაც კარგის ნიშანი სულაც არაა. ნამდვილი სისუფთავე მძაფრი და მკვეთრი სუნით არ ხასიათდება. ამიტომ, დარწმუნდით, რომ ყველა საწმენდი საშუალება კარგად არის ჩამორეცხილი ან სხვაგვარად მოშორებული ზედაპირებიდან, რათა თავიდან აიცილოთ მისგან გამოწვეული გართულებები, მაგალითად ალერგიები

ასევე გაეცანით

საგაზაფხულო გენერალური დასუფთავება – თქვენი სახლის განახლების დროს

გაზაფხული ახალი დასაწყისების დროა, და არაფერია ისე სიმბოლური, როგორც გენერალური დასუფთავება. ეს არ არის მხოლოდ ზედაპირული წმენდა – ეს არის

სრულად »

Kärcher – ინოვაცია და წარმატების გზა

თანამედროვე სამყაროში Kärcher-ის გარეშე პროფესიონალური დასუფთავება უბრალოდ წარმოუდგენელია. ვარდო მისი ერთგულია და თქვენს სახლებს, ბინებს და აგარაკებს მხოლოდ Kärcher-ის პროფესიონალური

სრულად »

ორთქლის აპარატი- სისუფთავის და ჰიგიენის საიდუმლო

ვარდოს საყვარელი ორთქლის აპარატი თანამედროვე დასუფთავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც იატაკიდან ავეჯამდე, ფანჯრებიდან ტექნიკამდე მრავალფეროვანი ზედაპირების გასაწმენდად გამოიყენება. მისი

სრულად »

ზამთრის სისუფთავე

როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე ზამთარში – ვარდოს რჩევები ზამთარი წლის ის დროა, როცა სისუფთავის დაცვა გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. წვიმა, თოვლი,

სრულად »

სარეცხის მანქანასაც სჭირდება რეცხვა და წმენდა – ვარდოს რჩევები

სარეცხის მანქანა ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. თუმცა, დროთა განმავლობაში მასში გროვდება მტვერი, სარეცხი საშუალებების ნარჩენები, წყლის

სრულად »

რბილი ავეჯის მოვლა – რჩევები ვარდოსგან

რბილი ავეჯის ქიმიური წმენდა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საჭირო სერვისია, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ავეჯის სისუფთავის და ხანგრძლივობის შენარჩუნებას. დროთა

სრულად »