იწმინდება რბილი ავეჯი, სავარძლები და დივნები სპეციალური პროფესიონალური ხსნარებით, ქსოვილის ტიპის სრული გათვალისწინებით.
იწმინდება და მუშავდება მატრასები (შესაძლებელია როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი წმენდა დამკვეთის სურვილისა და საჭიროების მიხედვით).
„ვარდო“ მუშაობის პროცესში იყენებს Kärcher-ის პროფესიონალურ ტექნიკას და უმაღლესი ხარისხის ხსნარებს, რომლებიც უსაფრთხოა და ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს.
ხდება ღრმად ჩამჯდარი ლაქების წერტილოვანი დამუშავება სპეციალური ლაქების ამომყვანით. (გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სპეციფიკური, დაძველებული ან ქიმიურად დამწვარი ლაქები/დაბინძურება, რომლის ამოყვანაც ქსოვილის დაზიანების რისკის გარეშე შეუძლებელია. მსგავსი ლაქების აღმოჩენისას, მუშაობის პროცესში ხდება დამკვეთის ინფორმირება და შეთანხმებით გადაწყვეტილების მიღება).
ხდება ნარჩენი სისველისა და ქიმიის ამოღება ძლიერი ექსტრაქტორით, რის შემდეგაც ავეჯი რჩება ოდნავ ნესტიანი და ბუნებრივად შრება ოთახის ტემპერატურაზე გარკვეული დროის განმავლობაში.