საახალწლო დალაგების რიტუალები

🤶🎄ახალი წლის წინ სახლის საფუძვლიანი დალაგება მხოლოდ სისუფთავის სიყვარული კი არ იყო — ის ღრმა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა და თითქმის ყველა კულტურაში განსაკუთრებულ რიტუალად ითვლებოდა.

🎄”ძველი ენერგიის“ მოცილება-

კავკასიასა და განსაკუთრებით ქართულ სოფლებში ახალ წლამდე ყოველი კუთხე ძირფესვიანად იწმინდებოდა. ასე „აგდებდნენ სახლიდან“ ყველა ცუდს, რაც წლის განმავლობაში დაგროვდა — სევდას, დაღლას, ნეგატივს. 

ასევე სჯეროდათ, რომ ჭუჭყი და უბედურება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და გენერალური დალაგება საუკეთესო საშუალება იყო ახალი წლის ბედნიერად შესახვედრად.

🎄 ფანჯრების წმენდის რიტუალი — სინათლის მოწვევა

ფანჯრებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. საგულდაგულოდ რეცხავდნენ, წმენდდნენ და ხელით აპრიალებდნენ. ითვლებოდა, რომ სუფთა მინა ახალ წელს სახლში მეტ სინათლეს, ბედნიერებას და წარმატებას შემოატანდა

🎄 ძველი ნივთების გამოტანა — გზა გაათავისუფლეთ ახლისთვის 🫶

საშობაო დალაგების ტრადიციაში ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო უსარგებლო ნივთების გადარჩევა. ძველ ტანსაცმელს, გატეხილ ჭურჭელს, ზედმეტ ხალიჩებს არ ინახავდნენ. ამბობდნენ: „თუ არ გამოტან, ახალი ვერ შევა“.  

ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ ახალ წელს  უნდა შეხვდეთ განახლებული და თავისუფალი

🎄 ახალი წლის წინ სახლი უნდა დაელაგებინა კარგ ხასიათზე მყოფ ქალს, რათა მისი პოზიტიური ენერგია სახლში დარჩენილიყო (ალბათ ვარდოს გულისხმობდნენ  ))🤭

🤶 დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ბევრად დინამიკურია, ახალი წლის წინ გენერალური დალაგება ისევ განსაკუთრებულ მაგიას ინარჩუნებს. ეს არის არა მხოლოდ სახლის მოწესრიგება, არამედ შინაგანი განახლების რიტუალი — მომავალი წლისკენ ნათელი ნაბიჯით 

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ 👉 სიყვარულით ვარდოსგან 

კომენტარის დატოვება

ასევე გაეცანით

როგორ გავწმინდოთ ემდეეფის (MDF) ზედაპირი დაზიანების გარეშე

ემდეეფი (MDF) — საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვანი ფენაა, რომელიც ხშირად გამოიყენება ავეჯში, სამზარეულოს კარადებში, დეკორატიულ პანელებსა და შიდა ინტერიერში. მიუხედავად იმისა,

სრულად »

დამლაგებელი – გმირი

🌸 დამლაგებლები – უხილავი გმირები, რომლებიც სამყაროს სისუფთავეს უნარჩუნებენ მათ ყოველდღე ვხვდებით – ოფისებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა და სახლებში. ისინი

სრულად »

საგაზაფხულო გენერალური დასუფთავება – თქვენი სახლის განახლების დროს

გაზაფხული ახალი დასაწყისების დროა, და არაფერია ისე სიმბოლური, როგორც გენერალური დასუფთავება. ეს არ არის მხოლოდ ზედაპირული წმენდა – ეს არის

სრულად »

Kärcher – ინოვაცია და წარმატების გზა

თანამედროვე სამყაროში Kärcher-ის გარეშე პროფესიონალური დასუფთავება უბრალოდ წარმოუდგენელია. ვარდო მისი ერთგულია და თქვენს სახლებს, ბინებს და აგარაკებს მხოლოდ Kärcher-ის პროფესიონალური

სრულად »

ორთქლის აპარატი- სისუფთავის და ჰიგიენის საიდუმლო

ვარდოს საყვარელი ორთქლის აპარატი თანამედროვე დასუფთავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც იატაკიდან ავეჯამდე, ფანჯრებიდან ტექნიკამდე მრავალფეროვანი ზედაპირების გასაწმენდად გამოიყენება. მისი

სრულად »

ზამთრის სისუფთავე

როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე ზამთარში – ვარდოს რჩევები ზამთარი წლის ის დროა, როცა სისუფთავის დაცვა გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. წვიმა, თოვლი,

სრულად »