კონფიდენციალურობის პოლიტიკა
სარჩევი
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებები
1.1. მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში – „პოლიტიკა“) აღწერს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს და იცავს „ვარდო” („კომპანია“, „ჩვენ“) თქვენ მიერ მიწოდებულ და ავტომატურად გენერირებულ პერსონალურ მონაცემებს ვებსაიტზე (vardocleaner.ge) და მობილურ აპლიკაციაში (iOS და Android).
1.2. პლატფორმების (ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის) გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით პოლიტიკის პირობებს. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, შეწყვიტოთ პლატფორმების გამოყენება.
2. ტერმინთა განმარტება
ტერმინები | განმარტებები |
„პერსონალური მონაცემები“ | ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ან ირიბად იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას (მაგ.: სახელი, გვარი, ტელ. ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი, IP მისამართი, გადახდის ინფორმაცია). |
„მომხმარებელი“ | ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს „ვარდოს“ ვებსაიტს, მობილურ აპლიკაციას ან სერვისებს. |
„დამუშავება“ | პერსონალურ მონაცემებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია (შენახვა, ჩაწერა, განახლება, წაშლა, გადაცემა და სხვ.). |
„Cookies“ | მცირე ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება მოწყობილობაზე და ეხმარება ვებსაიტს თქვენი პრეფერენციების დამახსოვრებაში. |
„Cookies და SDK“ | მობილური აპლიკაციის შიდა და მესამე მხარის ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ფუნქციონირებისთვის, ანალიტიკისთვის და მარკეტინგისთვის. |
3. რა მონაცემებს ვაგროვებთ
3.1. სარეგისტრაციო მონაცემები
- სახელი, გვარი
- ტელეფონის ნომერი
- ელ. ფოსტა
- პაროლი (ჰეშირებული)
- Google Sign-In-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში)
- Apple Sign-In-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (მხოლოდ iOS აპლიკაციაში), მათ შორის “Hide My Email” ფუნქციის გამოყენებით შექმნილი ანონიმური ელ. ფოსტა (Apple Relay Email).
3.2. პროფილის ინფორმაცია (აპლიკაციაში)
- ფოტოსურათი
- ენის პარამეტრები
- მომხმარებლის პრეფერენციები
3.3. შეკვეთის დეტალები
- მისამართი
- სერვისის არჩევანი / ნაგულისხმევი პარამეტრები
- კომენტარები
- ატვირთული ფოტო/ვიდეო
3.4. კომუნიკაცია
- ჩათის ჩანაწერები
- ელ. ფოსტა
- სატელეფონო საუბრის ჩანაწერები
- Push შეტყობინებები (მხოლოდ აპლიკაციაში)
3.5. ტექნიკური და ანალიტიკური ინფორმაცია
- IP მისამართი
- მოწყობილობის მოდელი, ოპერაციული სისტემა
- ბრაუზერი და ვერსია (ვებსაიტზე)
- აპის ვერსია (აპლიკაციაში)
- ქმედებების ისტორია
- წვდომის ქვეყანა
4. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
მიზანი | სამართლებრივი საფუძველი (GDPR 6-ე მუხლი) |
---|---|
მომსახურების მიწოდება, შეკვეთის დამუშავება, ინვოისირება | (b) კონტრაქტის შესრულება |
მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია (Firebase Authentication, Google Sign-In, Apple Sign-In) | (b) კონტრაქტი / (f) ლეგიტიმური ინტერესი |
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ანალიტიკა (Google Analytics, Firebase Analytics) | (f) ლეგიტიმური ინტერესი |
მარკეტინგული შეთავაზებები (SMS, ელ.ფოსტა, Push, ჩატი) | (a) თანხმობა |
კანონის მოთხოვნების შესრულება (სამართლებრივი საკითხები) | (c) სამართლებრივი ვალდებულება |
თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება | (f) ლეგიტიმური ინტერესი |
5. მოწყობილობის ნებართვები (მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში)
- აპლიკაცია მოითხოვს შემდეგ ნებართვებს:
- ინტერნეტზე წვდომა – ფუნქციებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად.
- ფოტოებზე და ვიდეოებზე წვდომა/ატვირთვა – პროფილის სურათისა და ჩატის მედიის ატვირთვისთვის.
- შეტყობინებების მიღება (Push Notifications) – შეკვეთებისა და სიახლეების შესახებ.
- ვიბრაციის გამოყენება – აპლიკაციის მოქმედებების შესატყობინებლად.
- Apple Sign-In ავტორიზაციის გამოყენებისას – სისტემის მიერ მოთხოვნილი იდენტიფიკაციის ნებართვები (სახელი და ანონიმური ელ. ფოსტის მისამართი, საჭიროების შემთხვევაში).
6. Cookies და SDK ტექნოლოგიები
ვებსაიტზე:
- სავალდებულო ქუქი-ფაილები, ანალიტიკური და მარკეტინგული ქუქი-ფაილები (Google Analytics, Meta Pixel).
აპლიკაციაში:
- სავალდებულო SDK-ები – Firebase Authentication, Firestore, Storage, Cloud Functions
- ანალიტიკური SDK-ები – Firebase Analytics
- შეტყობინებების სერვისები – Firebase Cloud Messaging
- დამატებითი ინსტრუმენტები – Google Sign-In
- ავტორიზაციის ინსტრუმენტი – Apple Sign-In (Sign in with Apple SDK, iOS მოწყობილობებისთვის)
7. ვის აქვს წვდომა მონაცემებზე
- „ვარდო“ – მომსახურების პირდაპირი მიწოდებისთვის.
- მესამე მხარეები (აპლიკაციაში): Google Firebase (Analytics, Authentication, Firestore, Storage, Messaging, Cloud Functions), Google Sign-In, Apple Inc. (Sign in with Apple – მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და ავტორიზაციისთვის, მათ შორის “Hide My Email” ფუნქციონალობის ფარგლებში), Ubill.ge (SMS შეტყობინების მიწოდებისთვის).
- სამართალდამცავი ორგანოები – მხოლოდ კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.
ჩვენ არასოდეს ვყიდით, ვანდობთ ან ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს არასანქცირებულ მესამე პირზე.
8. მონაცემთა შენახვის ვადები
მონაცემის ტიპი | შენახვის ვადა |
---|---|
სარეგისტრაციო მონაცემი | ანგარიშის არსებობის პერიოდში; ანგარიშის გაუქმებისას დაუყოვნებლივ იშლება (აპლიკაციაში); ვებსაიტზე – ანგარიშის გაუქმებიდან 2 წელი |
შეკვეთის ისტორია / ინვოისები | 6 წელი |
მარკეტინგული თანხმობა | თანხმობის გაუქმებამდე |
ანალიტიკური მონაცემები | Firebase-ის სტანდარტული ვადით (26 თვე) |
Apple Sign-In მონაცემები (ანონიმური ელ. ფოსტა — Apple Relay Email, Sign in with Apple იდენტიფიკატორი) | ანგარიშის არსებობის პერიოდში; ანგარიშის გაუქმებისას დაუყოვნებლივ იშლება (მხოლოდ iOS აპლიკაციაში) |
ტექნიკური ლოგები | 12 თვე |
9. უსაფრთხოება
- SSL/TLS დაშიფვრა
- OAuth 2.0 და Firebase Authentication
- Apple Sign-In-ის ავტორიზაციისას გამოყენებულია Apple-ის უსაფრთხოების სტანდარტები და ტოკენების დაცვა (JWT, Private Relay)
- bcrypt პაროლების ჰეშირება
- რეგულარული უსაფრთხოების შეფასებები
- უახლესი დაცვის სტანდარტების გამოყენება
10. საერთაშორისო მონაცემთა გადაცემა (მხოლოდ აპლიკაციაში)
მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს Google/Firebase და Apple Inc. სერვერებზე, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია იყენებს ადეკვატურ სამართლებრივ მექანიზმებს (GDPR სტანდარტული საკონტრაქტო დებულებები).
11. თქვენი უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება:
- მიიღოს წვდომა საკუთარ მონაცემებზე
- მოითხოვოს არასწორი მონაცემების გასწორება
- წაშალოს ანგარიში და მონაცემები (კანონის ფარგლებში)
- შეზღუდოს მონაცემთა დამუშავება
- უარი თქვას Push, SMS და მარკეტინგულ შეტყობინებებზე (opt-out)
- გამოიყენოს მონაცემთა გადატანის უფლება
- კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თანხმობის გაუქმება – ანგარიშის დეაქტივაციით/წაშლით.
- Apple Sign-In მომხმარებლებს შეუძლიათ Apple ID პარამეტრებიდან (“Manage Apple ID” → “Sign in with Apple”) გაუქმონ ანონიმური ელ. ფოსტის გადამისამართება ან წაშალონ “Hide My Email” მისამართი.
12. არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობა
“ვარდოს” სერვისები არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის პირებისთვის. თუ შეგროვდება არასრულწლოვნის მონაცემები, ისინი დაუყოვნებლივ წაიშლება.
10. ცვლილებები პოლიტიკაში
პოლიტიკა შესაძლებელია პერიოდულად განახლდეს. ცვლილების შემთხვევაში ახალი რედაქცია განთავსდება ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში.
მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს ასევე შეიძლება გაეგზავნოთ შეტყობინება აპლიკაციის საშუალებით ან Push შეტყობინებით.
14. საკონტაქტო ინფორმაცია
თუ გაქვთ შეკითხვები ან გსურთ გამოიყენოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი თქვენი უფლებები, დაგვიკავშირდით:
ვარდო – დალაგების სერვისი
ელ.ფოსტა: [email protected]; ტელ.: 032 2 11 17 22; 599 57 76 61