ჩვენ შესახებ
ვარდოს ისტორია
თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, კერძოდ, ვერაზე ჩემი პატარა ბინა გავარემონტე, რომელიც დიდი სტრესისა და ფინანსური ხარჯების ფონზე ძლივს დასრულდა. როდესაც გადასვლის დრო დადგა, აღმოვაჩინე, რომ დალაგებისთვის საჭირო თანხა აღარ მქონდა დარჩენილი და გადავწყვიტე, უფრო სწორად კი – მომიწია, რემონტის შემდგომ ჩემი ძალიან, ძალიან დასვრილი ბინა, მხოლოდ საკუთარი ხელებით დამელაგებინა.
მოვემზადე, გამოვეწყვე და დავიწყე საქმის მთელი მონდომებით კეთება, მაგრამ პროცესში კიდევ ერთ სირთულეს წავაწყდი. მივხვდი, რომ ის ყველასთვის ცნობილი ხსნარები, რომლებითაც ყოველდღიურ რეჟიმში სახლი ლაგდება, არ იყო საკმარისი ცემენტის, ფუგისა და რემონტის სხვა სამშენებლო ნარჩენების მოსაშორებლად. საყოფაცხოვრებო დასუფთავების ყველა საშუალებით, მათ შორის მათგან გაკეთებული “კოქტეილებითაც” კი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა წმენდა, ფანჯრებიდან სტიკერების მოშორება და ცემენტისგან მინის დაუზიანებლად გასუფთავება.
ეს იყო პროცესი, რომლის რეალურ სირთულეზეც მანამდე ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მქონდა. თუმცა, ორ დღეში, დიდი წვალების შედეგად, შევძელი ჩემივე დალაგებულ ბინაში გადასვლა.
ინსპირაცია
სახელი "ვარდო"
კომპანიის სახელზე ბევრი არ მიფიქრია. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მას რა თქმა უნდა “ვარდო” უნდა რქმეოდა. დიახ, სწორედ ის ვარდო, ცნობილი ქართული, ვერაზე გადაღებული ფილმი “ვერის უბნის მელოდიებიდან”. მთავარი პერსონაჟი, მრეცხავი ვარდო, რომელიც სისუფთავესთან, პოზიტივთან, სანდოობასთან და დახმარებასთან ასოცირდება. აქედან მალევე შეიქმნა პოზიტიური, ენერგიული, გამოცდილი და სანდო კადრებით დაკომპლექტებული “ვარდოების” მთელი გუნდი, რომლებმაც პირველივე დღეებიდან გაამართლეს სახელი და მომხმარებლების მოლოდინები.
დალაგება გამოძახებით
პროცესში “ვარდო” ეტაპობრიბრივად იხვეწებოდა და თქვენი მოთხოვნების მიხედვით ვითარდებოდა და იზრდებოდა. დღეს კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ვარდო” შემდგარი, ერთ-ერთი სანდო დალაგება-დასუფთავების კომპანიაა, რომელიც სრულად ორიენტირებულია თქვენს მოთხოვნებზე, საჭიროებებზე და აქედან გამომდინარე – შედეგებზე.
მიზანი
ჩვენი მიზანია დალაგება ვაქციოთ ხელოვნებად, მაქსიმალურად გავამარტივოთ თქვენი ყოველდღიურობა და თქვენი ჩვენთან ურთიერთობა გავხადოთ კიდევ უფრო მეტად კომფორტული და სასიამოვნო.