ნებისმიერი ტექსტი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სტრუქტურის, ისე ფუნქციონირების, შინაარსის თავისებურებათა თვალსაზრისით. ტექსტის ასაგებად გამოიყენება სხვადასხვა სახის შემაკავშირებელი საშუალებები: ლექსიკური – არასრული სიტყვები (ნაწილაკები, კავშირები), ჩანართები, თემა-რემული მიმართებები – სინონიმური ჩანაცვლებები, ინტონაციური საშუალებები, ტექსტში ენობრივ ერთეულთა რიგის შეცვლა: გრაფიკული საშუალებები – განსხვავებული შრიფტი, სასვენი ნიშნები… (წერილობითი ენისათვის) და სხვ, გარდა შემაკავშირებელი საშუალებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექსტის მთლიანობას, არსებობს აგრეთვე შინაარსის გამთლიანების სპეციფიკური საშუალებები, როგორიცაა: ემფაზა – გამონათქვამის ამა თუ იმ ელემენტის გამოყოფა გამეორების, სინტაქსური პოზიციის შეცვლის და მისთ. მიხედვით; ნარატიულობა – თხრობის დინამიკის გამოხატვა ენობრივი საშუალებებით.