კონფიდენციალურობის პოლიტიკა

სარჩევი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებები

1.1. მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში – „პოლიტიკა“) აღწერს, როგორ აგროვებს, ამუშავებს და იცავს „ვარდო” (შემდგომში – „კომპანია“ ან „ჩვენ“) თქვენ მიერ მიწოდებულ და ჩვენს პლატფორმებზე (ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში) ავტომატურად გენერირებულ პერსონალურ მონაცემებს.

1.2. პლატფორმებით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით პოლიტიკის პირობებს. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, შეწყვიტოთ პლატფორმების გამოყენება.

2. ტერმინთა განმარტება
ტერმინებიგანმარტებები
„პერსონალური მონაცემები“ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ან ირიბად იძლევა თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას (მაგ.: სახელი, გვარი, ტელ. ნომერი, ელ. ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი, IP მისამართი, მისამართი, გადახდის ინფორმაცია).
„მომხმარებელი“ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ვარდოს ვებსაიტს, მობილურ აპლიკაციას ან სერვისებს.
„დამუშავება“პერსონალური მონაცემებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია (შენახვა, ჩაწერა, განახლება, წაშლა, გადაცემა და სხვ.).
„Cookies“მცირე ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება მოწყობილობაზე და ეხმარება პლატფორმას თქვენი პრეფერენციების დამახსოვრებაში.
3. რა მონაცემები შეგვიძლია შევაგროვოთ
  • სარეგისტრაციო მონაცემები: სახელი, გვარი, ტელ. ნომერი, ელ. ფოსტა, პაროლი (ჰეშირებული).
  • შეკვეთის დეტალები: მისამართი, ნაგულისხმევი პარამეტრები, კომენტარები, ფოტო/ვიდეო.
  • კომუნიკაცია: ჩათის, ელ. ფოსტის და სატელეფონო ჩანაწერები.
  • ტექნიკური/ანალიტიკური ინფორმაცია: IP მისამართი, მოწყობილობის მოდელი, ოპერაციული სისტემა, ბრაუზერი, ვერსია.
4. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
მიზანისამართლებრივი საფუძველი (GDPR 6-ე მუხლი)
მომსახურების მიწოდება, შეკვეთის დამუშავება, ინვოისირება(b) კონტრაქტის შესრულება
მომხმარებელთა იდენტიფიკა­ცია და ავტორიზაცია(b) კონტრაქტი / (f) ლეგიტიმური ინ­terესი
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ანალიტიკა(f) ლეგიტიმური ინტერესი
მარკეტინგული შეთავაზებები (SMS, ელ. ფოსტა, push)(a) თანხმობა
კანონის მოთხოვნების შესრულება (სამართლებრივი საკითხები)(c) სამართლებრივი ვალდებულება
თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება(f) ლეგიტიმური ინტერესი
5. Cookies და მსგავსი ტექნოლოგიები
  • 5.1. ვეყრდნობით (1) სავალდებულო (აუცილებელ) ქუქი-ფაილებს პლატფორმის სწორად ფუნქციონირებისთვის, და (2) ანალიტიკურ/მარკეტინგულ ქუქი-ფაილებს – Google Analytics-ისა და Meta Pixel-ის მსგავსად.
6. ვის აქვს წვდომა მონაცემებზე
  • ვარდოს – მომსახურების პირდაპირი მიწოდებისთვის.
  • სამართალდამცავ ორგანოებს – მხოლოდ კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.

ჩვენ არასოდეს ვყიდით, ვანდობთ ან ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს მესამე პირზე/ებზე.

7. მონაცემთა შენახვის ვადები
მონაცემის ტიპიშენახვის ვადა
სარეგისტრაციო მონაცემიანგარიშის გაუქმებიდან 2 წელი
შეკვეთის ისტორია / ინვოისები6 წელი
მარკეტინგული თანხმობათანხმობის გაუქმებამდე
ტექნიკური ლოგები12 თვე
8. უსაფრთხოება
  • 8.1. ვიყენებთ SSL/TLS შიფრაციას, OAuth 2.0 / Firebase Authentication-ს, დაშიფრულ პაროლებს (bcrypt) და დაცვის სხვა უახლეს სტანდარტებს.
9. თქვენი უფლებები
  • წვდომის უფლება – ინფორმაციის მიღება თქვენს მონაცემებზე.
  • ჩასწორება/განახლება – არაზუსტი მონაცემების შესწორება.
  • წაშლა – კანონით გათვალისწინებული ფარგლების გათვალისწინებით.
  • შეზღუდვა – მონაცემთა დამუშავების დროებით შეჩერება.
  • პირდაპირი მარკეტინგის გაუქმება – opt-out ნებისმიერ დროს.
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თანხმობის გაუქმება – (ანგარიშის დეაქტივაციით/წაშლით). აღნიშნული შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა მანამდე განხორციელებული ნებისმიერი დამუშავება რჩება კანონიერად.
10. ცვლილებები პოლიტიკაში

პოლიტიკა შესაძლებელია პერიოდულად განახლდეს. ცვლილების შემთხვევაში ახალი რედაქცია განთავსდება ვებ-საიტსა და მობილურ აპლიკაციაში.

დალაგების სერვისის გამოძახება - vardocleaner.ge stamp

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით